თურქეთის მთავარი ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ცენტრალურ ოფისთან პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა
თურქეთში სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მთავარი ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP), შტაბ-ბინაში ძალის გამოყენებით შეიჭრა, რათა მისი გადაყენებული ლიდერები გამოეყვანათ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.