"თუ ირანთან შეთანხმებას დავდებ, ის წინა შეთანხმებისგან განსხვავებული იქნება" - დონალდ ტრამპი
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უცვლელია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან აშშ-ის შეთანხმება სრულიად საწინააღმდეგო იქნება იმისგან, რაც მისმა წინამორბედებმა დადეს. მისივე თქმით, თეირანთან დადებული შეთანხმება იქნება ისეთი, რომლის მსგავსიც „არავის უნახავს“.