loader

ცნობილი ხდება მამაკაცის ვინაობა, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონში მდინარე ენგურის არხში გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი ხდება მამაკაცის ვინაობა, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონში მდინარე ენგურის არხში გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებული გალის რაიონში მდინარე ენგურის არხში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. იგი 36 წლის ალიკა ჭანტურიაა. მისი ცხედარი უკვე გადაასვენეს მის მშობლიურ სახლში.

მაშველები სოხუმიდან გალში გუშინ, დღის მეორე ნახევარში ჩავიდნენ. 12-კაციანი ჯგუფი სამძებრო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა. დღეს ალიკო ჭანტურიას ცხედარი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მეორე და მესამე არხებს შორის იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მდინარე ენგურის არხში სათევზაოდ წასული მამაკაცი, მდინარეში გუშინ ჩავარდა. იმ ადგილას, სადაც მამაკაცი თევზაობდა, სავარაუდოდ მიწის მასა მოწყდა და იგი დინებამ გაიტაცა.