“პატიოსნება თქვენგან სასწავლი არავის აქვს, უხერხულიც კია ხმას რომ იღებთ ამაზე!" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი
მსახიობი ნანკა კალატოზოშვილი სოციალურ ქსელში, საზოგადოების იმ ნაწილს ეხმაურება, რომლებიც ამბობენ, რომ დიუშენით დაავადებულ ბავშვებს ჯანდაცვის სამინისტრომ 3 მილიონი ლარი გამოუყო, შესაბამისად საზოგადოების მხრიდან დახმარებას ისინი არ საჭიროებენ და "დაიცავი ილიაუნის" მიერ წამოწყებული კამპანიით, "საეჭვო რეპუტაციის მქონე ახალგაზრდები პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ."
"ქოცი პროპაგანდისტი ითხოვს გამჭვირვალედ დაიხარჯოს თანხები ბავშვებისთვისო.ეს ის ქოცია,რომელიც არ ითხოვს გამჭვირვალეთ ბიუჯეტიდან მოპარული თანხების დაბრუნებას,გამჭვირვალედ ბიუჯეტიდან თანხების ფლანგვას,გამჭვირვალედ დეკლარაციების შევსებას,გამჭვირვალედ და ღიად პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის და მშობლების დებატებს.ხოდა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ებრძოლეთ ესე და არა ხალხს და ბავშვებს,მითუმეტეს დიუშენით დაავადებული ბავშვების ფონდს.პატიოსნება თქვენგან სასწავლი არავის აქვს,უხერხულიც კია ხმას რომ იღებთ ამაზე!" - წერს ნანკა კალატოზიშვილი.