გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ახალგზარდების დაკრძალვის კადრებს სამირა ბაირამოვა ავრცელებს - "დაკრძალვა შავი ზურნით/საკრავით ჩატარდა"
14 მაისს, გარდაბანში მომხდარმა უმძიმესმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილზე ემსხვერპლა 7 ახალგაზრდა, მე-8 დაშავებული ახალგაზრდა კი 15 მაისს, კლინიკაში გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულები დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის კადრებს სამირა ბაირამოვა ავრცელებს და წერს:
სიჩქარე კლავს, ნელა იარეთ! Sürət öldürür, yavaş sürün! გარდაბანში 9 დღის წინ მომხდარ ტრაგედიას 8 ახალგაზრდიდან ოთხს დღეს გაასვენეს. დაკრძალვა შავი ზურნით/საკრავით ჩატარდა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე ისე დაასრულეს, რომ ვერ მოასწრეს დაოჯახება, საკუთარი ქორწილის ნახვა. ოთხის ცხედარი იმდენად იყო დაზიანებული, რომ მათი იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ ანალიზით მოხერხდა.ორი ძმა ბირლიკიდან ( გარდაბანი) იყო, ორი იორმუღანლოდან ( საგარეჯო)გამძლეობა ოჯახს" - წერს სამირა ბაირამოვა.