loader

ირაკლი რუხაძისა და ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ცემენტს“ დედოფლისწყაროში საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზიის ვადა 20 წლით გაუხანგრძლივეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი რუხაძისა და ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ცემენტს“ დედოფლისწყაროში საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზიის ვადა 20 წლით გაუხანგრძლივეს

მთავრობამ შპს „ქართულ ცემენტს“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საფლუსეს (საცემენტე) კირქვების საბადოს მარცხენა უბანზე საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზიის ვადა გაუხანგრძლივა.

კომპანიამ აღნიშნული ლიცენზია 2012 წლის აგვისტოში მიიღო. ახალი განკარგულებით, ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა 2027 წლის 15 თებერვლიდან 2047 წლის 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

რა სალიცენზიო ვალდებულებები დაეკისრა „ქართულ ცემენტს“:

ამასთან, მთავრობის განკარგულებით, „ქართულ ცემენტს“ დამატებითი საინვესტიციო და ფინანსური ვალდებულება დაეკისრა.

კერძოდ, კომპანიამ ლიცენზიის ვადის გაგრძელებიდან არაუგვიანეს 3 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა, მარაგების გამოთვლა და შესაბამის უწყებაში მარაგების ანგარიშის დასამტკიცებლად წარდგენა, რისთვისაც მინიმუმ 100 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ამასთანავე, ლიცენზიის გაგრძელებიდან 5 წლის ვადაში კომპანიამ რუსთავის ცემენტის ქარხნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად არანაკლებ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს, ხოლო დედოფლისწყაროს კირქვის საბადოს დამუშავებისთვის - მინიმუმ 400 000 ლარი.

გარდა ამისა, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან მაქსიმუმ 2 თვის ვადაში კომპანიამ ლიცენზიის გამცემს 250 000 ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარუდგინოს. აქედან 10 000 ლარი პირველი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისთვის არის განსაზღვრული და საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემს ამ თანხის გამოთხოვის უფლება აღნიშნული ვალდებულების ვადის გასვლისთანავე ექნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ვალდებულია, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვიდან 2 თვის განმავლობაში, ლიცენზიის გამცემ ორგანოს წარუდგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი აუდიტორის ან აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებების სრულად შესრულებას დაადასტურებს. განაგრძეთ კითხვა...