loader

როგორია იმ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც კახეთში "ბოლო ზარის" კოლონაში მყოფი მანქანით ტრაილერს შეეჯახნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია იმ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც კახეთში "ბოლო ზარის" კოლონაში მყოფი მანქანით ტრაილერს შეეჯახნენ

ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­თან ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც ხუთი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა. ხუ­თი­ვე პირი გა­დაყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში, თუმ­ცა პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ მი­უ­ღი­ათ.

თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ე.წ. ბოლო ზა­რის კო­ლო­ნას მიჰ­ყვე­ბო­და, თუმ­ცა მას­ში მყო­ფი პი­რე­ბი მე-12 კლა­სე­ლე­ბი არ ყო­ფი­ლან.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "გურ­ჯა­ა­ნი" ექ­სკლუ­ზი­უ­რად ავ­რცე­ლებს ავა­რი­ის ფო­ტო­ებს და წერს:

"ბოლო ზა­რის" აღ­ნიშ­ვნი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი 4 ახალ­გაზ­რდა გურ­ჯა­ა­ნის ჯე­ოჰოს­პი­ტალ­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი შა­თი­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ მათ­განს სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრავ­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. ერთს კი გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა. მე­ხუ­თე და­შა­ვე­ბუ­ლი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში მოხ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ლი არ­ცერ­თი არ არის. ერთი მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლეა, და­ნარ­ჩე­ნებ­მა კი სკო­ლა გა­სულ წლებ­ში და­ამ­თავ­რეს".