loader

კახეთში "ბოლო ზარის" კოლონაში მყოფი მანქანა ტრაილერს შეეჯახა - რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში "ბოლო ზარის" კოლონაში მყოფი მანქანა ტრაილერს შეეჯახა - რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ტრაილერს შეეჯახა. ხუთივე პირი გადაყვანილია კლინიკაში, თუმცა პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ე.წ. ბოლო ზარის კოლონას მიჰყვებოდა, თუმცა მასში მყოფი პირები მე-12 კლასელები არ ყოფილან.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო წინანდლიდან სოფელ ვაჩნაძიანის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია.