როგორ შეიცვალა 1 კვ.მ-ის ფასი თბილისში და რამდენი ბინა გაიყიდან 2026 წლის აპრილში?
2026 წლის აპრილში თბილისში 3 603 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, გასული წლის აპრილთან შედარებით ტრანზაქციები 12.7%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 14.6%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (10.7%), ისე მეორეულ ბაზრებზე (20.4%).
ტრანზაქციების რაოდენობა 6.2%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი კი 2026 წლის აპრილში მხოლოდ 10.7% იყო.
რაც შეეხება ფასებს, მიმდინარე წლის აპრილში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 275 დოლარს შეადგენდა, 2025 წლის იმავე თვეში კი 1 137 დოლარი იყო. წლიურად ფასი 12.1%-იან ზრდას აჩვენებს. განაგრძეთ კითხვა...