ლევან ხაბეიშვილის განაჩენი ცნობილია - რამდენწლიანი პატიმრობა მიუსაჯა პოლიტიკოსს მოსამართლემ?
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მურთაზ ზოდელავას კი სასჯელის სახედ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა არ ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებოდნენ, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა. ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან. განაგრძეთ კითხვა>>>