loader

"რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული... მუდმივად მეუბნებოდა - ჩამოდი, ჩამოდიო" - რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული... მუდმივად მეუბნებოდა - ჩამოდი, ჩამოდიო" - რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში?

"მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, იმიტომ რომ მიუხედავად დალხინებული ცხოვრებისა უკრაინაში, შეუძლებელია დაკნინებული ქვეყნისთვის მეყურებინა. ჩამოსვლა მარტივი არ იყო, რადგან რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა - ჩამოდი, ჩამოდიო" - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს, სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, პირველად, 2020-ში რომ ჩამოვდიოდა, მისი კოორდინატები ხელისუფლებას გადასცა.

"ამის თქმა მე არ მჭირდებოდა, მაგრამ მერე გარკვეულო ნდობა გაიჩინა ჩემს გარემოცვაში. პირველად 2020-ში რომ ჩამოვდიოდი, ჩემი კოორდინატები გადასცა ივანიშვილის ხელისუფლებას, წინასწარ ყველაფერი იცოდნენ და მომიხდა უკან დაბრუნება.

მეორეჯერ როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა არავინ და ზუსტად ორ საათში რუსეთის დავალებით ჩემი მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებს. არის ასეთი ადამიანი. ღალატი იყო და იქნება, მთავარია, ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე"- გაანცხადა სააკაშვილმა სასამართლოში. განაგრძეთ კითხვა>>>