"ევროპის გულში, ასე ხმამაღლა პირველად ჟღერს საქართველო" - ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში საქართველოს მუდმივმოქმედი საზოგადოებრივ-კულტურული სივრცე გაიხსნება
ბელგიური მედიის ინფორმაციით, „ხაზარაძეების ფონდმა“ ბრიუსელში ისტორიული შენობა Aegidium შეიძინა, სადაც პირველი ქართული მულტიფუნქციური, კულტურული სივრცე განთავსდება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ცენტრი უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებას, შეხვედრებსა და ფორუმებს და "მისი მთავარი ამოცანა საქართველოს ევროპული იდენტობის გამოკვეთა და ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ხმის დაბრუნებაა".