საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია - კადრები ადგილიდან
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი" ავრცელებს.
„თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა“, - ნათქვამია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ინტერპრესნიუსი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ფოტოები: "Newshub.ge - ნიუსჰაბი"

