loader

"გაზპრომს მიგვაბეს! - არავინ იცის რას მოაწერეს ხელი..." - რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაზპრომს მიგვაბეს! - არავინ იცის რას მოაწერეს ხელი..." - რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე?

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"გაზპრომს მიგვაბეს! საქართველო გაზს ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენიდან აღარ მიიღებს.

აზერბაიჯანთან გაზის ხელშეკრულებით, რომლის შინაარსსაც არ ამხელენ, როგორც ჩანს, საქართველომ 20 წლით დათმო ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენში გაზის გატარების კუთვნილი სივრცე და გადასცა იგი აზერბაიჯანს. საქართველო გაზს მხოლოდ ძველი, ამორტიზებული საბჭოთა დროინდელი ყაზახი-საგურამოს მილსადენიდან მიიღებს. ამ გაზსადენს, სიძველის გამო მხოლოდ 2,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. მომავალში, გაზის მოხმარების ზრდის კვალობაზე, ერთადერთი ალტერნატივა რუსეთისგან გაზის შეძენა იქნება, რადგან აზერბაიჯანიდან მისი შემოტანა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. უკვე დღესაც შეიმჩნევა მსგავსი რამ: მესამე წელია ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენში ჩვენს კუთვნილ სივრცეს იყენებს აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდების გასაზრდელად, პარალელურად კი იზრდება ქვეყანაში რუსული გაზის იმპორტი.

20 წელიწადში საქართველოში გაზის მოხმარება გაორმაგდება და 5-6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. დღეისათვის 3,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოვიხმართ. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მომავალში ქვეყნის მიერ მოხმარებული გაზის ნახევარი “გაზპრომის” იქნება.

დღემდე საქართველოს აზერბაიჯანიდან შეეძლო 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტირება-2,5 მილიარდი ძველი, ყაზახი-საგურამოს მილიდან, 1,5 მილიარდი ბაქო-თბილისი-ერზერუმიდან. ეს უკანასკნელი 20 წლით დავკარგეთ. არც ის არის გამორიცხული, რომ სამუდამოდაც. არავინ იცის რას მოაწერეს ხელი." - წერს რომან გოცირიძე.