loader

"საკმაოდ მაღალი ტემპერატურებია მოსალოდნელი, მზადყოფნა უნდა დავიწყოთ დღესვე" - რას ამბობს გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტი, მამუკა გვილავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საკმაოდ მაღალი ტემპერატურებია მოსალოდნელი, მზადყოფნა უნდა დავიწყოთ დღესვე" - რას ამბობს გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტი, მამუკა გვილავა

„მაღალი ტემპერატურები წინაა, სიცხეების მართვის გეგმა უნდა მოვამზადოთ. ასეთი ინსტრუმენტი ჯერ არ დაგვინერგავს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური ტემპერატურა საშუალოდ უკვე 1.5 გრადუსით არის გაზრდილი. ამ ფონზე მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურები, რის გამოც საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა ქვეყანა პროცესებს მზად შეხვდეს.

„მაღალი ტემპერატურები წინაა, სიცხეების მართვის გეგმა უნდა მოვამზადოთ. ასეთი ინსტრუმენტი ჯერ არ დაგვინერგავს. აუცილებელია სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა. კერძო სექტორი ამით არ უნდა აკეთებდეს ფულს, იმით უნდა აკეთებდეს ფულს, რაც ჩვენთვის სასარგებლო იქნება. თუნდაც ეს ღონისძიება ძალიან ბევრ ადამიანს გაუმარტივებდა ზაფხულის სიცხეების გადატანას.

ამინდის პროგნოზირება მაქსიმუმ 2 კვირით არის შესაძლებელი, ხოლო კლიმატის პროგნოზირება ათწლეულობით არის შესაძლებელი. მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ უკვე მიაღწია 1.5 გრადუსს. თბილისისთვის მაქსიმალური ტემპერატურა ზაფხულის პერიოდში 40 გრადუსი იყო. 45 გრადუსიც შესაძლოა, იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში.

„საკმაოდ მაღალი ტემპერატურებია მოსალოდნელი, მზადყოფნა უნდა დავიწყოთ დღესვე“

საკმაოდ მაღალი ტემპერატურები არის მოსალოდნელია, მზადყოფნა უნდა დავიწყოთ დღესვე. თუ სიცხეებისა და ჯანმრთელობის მართვის გეგმა არ აქვს თბილისს, დავიგეგმოთ მაინც, რომ ასეთი რამ გვჭირდება და უნდა გაკეთდეს.

სტანდარტების ცვლილებაც იქნება ამ გეგმის ნაწილიც, მათ შორის, საუბარი უნდა იყოს ენერგოეფექტური სახლების მოწყობაზე. ეს არ არის დიდი ხარჯი, შესაძლოა 3-4%-ით გაძვირდეს პროექტი, მაგრამ ამ სახლების ექსპლუატაციის შემდეგ, მაცხოვრებლები ბევრს დაზოგავენ და მოიგებენ წლების განმავლობაში. გარდა ამისა, ყველგან სადაც შესაძლებელია, უნდა იყოს გამწვანება. მსგავსი მეთოდები არსებობს არაერთი, ესეც უნდა იყოს გეგმის ნაწილი.

სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ეს აუცილებლად ხელისუფლებამ უნდა დაგეგმოს, მაგრამ თუ საზოგადოების სერიოზული ჩართულობით არ მოხდა, ვერც ერთი ვერ განხორციელდება წარმატებულად“, - განაცხადა მამუკა გვილავამ.