"ივანიშვილი არის მაქსიმალისტი, ან ყველაფერი, ან არაფერი, მაგრამ მე ვუწინასწარმეტყველებ მას..." - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
"ივანიშვილი არის მაქსიმალისტი, ან ყველაფერი, ან არაფერი, მაგრამ მე ვუწინასწარმეტყველებ მას..." - ამის შესახებ "TV პირველთან" არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანის მხარდასაჟერად რუსთაველის გამზირზე იმყოფება.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.