ბრიფინგი სუს-ში: დაკავებულია 3 პირი - ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები - "დაკავებული პირები ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, მითითებებს იღებდნენ"
გასულ ღამეს, პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.