loader

"რა მორალის უნდა იყო ადამიანი, რომ დაუშვა, რომ უწმინდესის დაკრძალვის ღონისძიებაში რაიმე ანაზღაურება შეიძლებოდა ამეღო?" - როგორ ეხმაურება ბაკურ ბაკურაძე ნანუკა ჟორჟოლიანს და რას პასუხობს ჟურნალისტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა მორალის უნდა იყო ადამიანი, რომ დაუშვა, რომ უწმინდესის დაკრძალვის ღონისძიებაში რაიმე ანაზღაურება შეიძლებოდა ამეღო?" - როგორ ეხმაურება ბაკურ ბაკურაძე ნანუკა ჟორჟოლიანს და რას პასუხობს ჟურნალისტი

"რა მორალის უნდა იყო ადამიანი, რომ დაუშვა, რომ უწმინდესის დაკრძალვის ღონისძიებაში რაიმე ანაზღაურება შეიძლებოდა ამეღო? რა ტალახშიც თავად იწვნენ და წვანან ისეთი ჰგონიათ სხვაც." - ასე ეხმაურება "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელმაც დაწერა, რომ "ამბობენ, რომ ბაკურ ბაკურაძეს, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს და თიკა რუხაძეს ცუდად აქვთ საქმე. არასწორად დახარჯულ მილიონებს ეძებენო. ასევე ამბობენ, რომ საქმე ეხება პატრიარქის დაკრძალვის არასწორი ხარჯვით ამბავსაცო. ბაკურმა ძალიან დაიჯერა რომ ხელშეუხებელიაო. ასევე, ამბობენ რომ საქმე შეიძლება ბრალის წაყენებამდე მივიდესო."

ბაკურაძის გამოხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი ისევ გამოეხმაურა და დაწერა:

"ბაკურ ბაკურაძემ რა მდაბიო ხალხი ხართ, პატრიარქის დაკრძალვიდან ჰონორარის აღებას რომ მტენითო... ბიჭს შინაარსი ვერ გამოაქვს წაკითხულიდან. სადმე წერია რომ ჰონორარი აიღო? ღარიბაშვილის განცხადებებების ვაიბი აქვს მის სტატუსს და რასაც ვწერ, ძალიან კარგად იცის. თიკამ ხომ განსაკუთრებით."