"ქვეყანა, ყოველწლიურად, ათეულობით მილიონის შემოსავალს მიიღებს" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანთან გაფორმებულ შეთანხმებებზე?
შეთანხმებები, რომელიც გაფორმდა არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის, ეს შეთანხმებები დაკავშირებულია ეკონომიკური და ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებასთან , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
პრემიერის თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ 20-წლიანი ხელშეკრულება სოციალურ გაზთან დაკავშირებით გახანგრძლივდა 20 წლით.