loader

„გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ ჩვენი ბავშვების გადარჩენაში“, - კადრები „ოჯახის სიწმინდის დღის“ მსვლელობიდან, სადაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა სასულიერო პირებს ბავშვების დალოცვა სთხოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ ჩვენი ბავშვების გადარჩენაში“, - კადრები „ოჯახის სიწმინდის დღის“ მსვლელობიდან, სადაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა სასულიერო პირებს ბავშვების დალოცვა სთხოვეს

ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობას დიუშენით დაავადებული ბაშვები და მათი მშობლები თავისუფლების მოედანზე დახვდნენ.

პაციენტების მშობლებს ადგილზე გაშლილი ჰქონდათ დიდი ბანერი წარწერით: “ოჯახი ჩვენი ფუძეა, ბავშვები - ჩვენი მომავალი. ერთად გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე!”

„გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ ჩვენი ბავშვების გადარჩენაში“, - მიმართა დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა სასულიერო პირებს, რომლებიც მსვლელობას მოუძღვებოდნენ წინ. სასულიერო პირებმა ისინი დალოცეს და მსვლელობა გააგრძელეს.

მშობლები და მათი მხარდამჭერები 18:00 საათზე რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით ტრადიციულ საკვირაო მსვლელობას დაიწყებენ.

მშობლები უკვე ოცდამეშვიდე დღეა, მთავრობის სახლთან მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ და ღამეებს ათენებენ. ისინი სახელმწიფოსგან ქვეყანაში იმ წამლის შემოტანას ითხოვენ, რომელიც, მათივე განცხადებით, ბავშვებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს და კუნთების დისტროფიის პროცესს შეანელებს.