loader

"თბილისში, ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, მოლარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, სხვადასხვა ნივთს დაეუფლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისში, ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, მოლარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, სხვადასხვა ნივთს დაეუფლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, მოლარე ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - წერია განცხადებაში.