loader

ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მარში იმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მარში იმართება

ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში მიმდინარეობს.

დღეს, შაბათის ტრადიციული მარშის ლოზუნგია - „თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს”.

მსვლელობაში აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვა მოქალაქეები მონაწილეობენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერები დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. ასევე, მარშის მონაწილეებს

ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

ისინი მსვლელობით პარლამენტთან მივლენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.

ვიდეო: ლუკა მიშველაძე