ნიკა გვარამია მიმართვას ავრცელებს
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მიმართვას ავრცელებს.
"ტვინი რომ გასხლა ბევრმა,"ყველა გაერთიანდით"ო, ამ "ყველაში" რას გულისხმობდით, იქნებ განმარტოთ.
იგივე ადამიანები (მათ შორის, პოლიტიკოსები), რომლებიც ამბობდნენ, რომ ლელოს და გახარიას გარეშე ეგ ალიანსი ყოფილი ნაცების გაერთიანებააო, დღეს რაღანაირად ამბობენ, ლელო და გახარიასთან დგომა როგორ შეიძლებაო?
მეორე ნაწილი, უკვე არსებული ალიანსის წევრებიდან ხან ერთზე რომ ამბობენ "მანდ რა უნდა, წავიდესო" და ხან მეორეზე, ეგ რაღანაირი "ყველაა"?
და მთლად ისინი, ერთიან სიაზე რო იწყვეტდა ხმის იოგებს, ლელო-გახარიებთან ერთიანი სია რანაირად გინდოდათ, ახლა ალიანსში თუ მათი ყოფნა ამორალური გგონიათ? რამე შეიცვალა მას შემდეგ ლელოს და გახარიას მიმართულებითო, ეგ ბოდვა არ მიიღება. და როდის თვალთმაქცობდით, მაშინ თუ ახლა?
ჩემთვის ერთობა უბრალოდ სიტყვა არაა. ზოგადად, ნებისმიერ სიტყვას ფასი აქვს ჩემთვის და არათუ საზრისს არ ვუკარგავ, არამედ საქმით ვცდილობ მის გაცოცხლებას. „თვინიერ საქმეთა სიტყვაი მკვდარ არს,"- გრიგოლ ხანძთელის ამ მაქსიმაზე ვარ გაზრდილი, თავის მხრივ, სახარებიდან რომ მოდის.
ვისაც ლაქლაქი და ენის ფხანა გონია საქმე, ან ვისაც სიტყვა "ყველას" მნიშვნელობა უკიდურესად თავისებურად ესმის, ან ვინც ფიქრობს რომ ერთობით მოტანილი სირთულეები და ემოციური გაუგებრობები ვინმეს გვეხალისება - ყველა ძალიან ცდება.
ვისაც გონია, რომ "ყველა" = "მე ვინც მომწონს ყველა", ის ან შარზეა, ან შეგნებულად დესტრუქციულია, ან ქართული ენის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი არასწორად ესმის. ნებისმიერ შემთხვევაში, მათზე დროის კარგვას არ ვაპირებ და არც სხვას ვურჩევ." - წერს ნიკა გვარამია.