საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს - სიახლე რუსთავის მცხოვრებლებისთვის
"რუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ახალი პარკი აშენდება.
შეიქმნება თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც გააერთიანებს საბავშვო სივრცეებს, რეკრეაციულ და დასასვენებელ ზონებს,
საფეხმავლო, სარბენ და ველობილიკების ქსელს" - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობა ავრცელებს.