loader

რომან გოცირიძე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომან გოცირიძე განცხადებას ავრცელებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სასურსათო ფასდაკლებებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"სუპერმარკეტების განმარტება მოისმინეთ? 15 გამოცხადებული სასურსათო პროდუქტიდან დღეში ერთი დასახელების საქონელი მაინც იქნება ფასდაკლებითო. არა და ხალხს თხუთმეტ პროდუქტზე ეგონა ფასდაკლება მუდმივ რეჟიმში.

ფაქტობრივად, იგივე ფასდაკლების აქციაა, რაც გვინახავს, იმ განსხვავებით, რომ სხვა საქონელზე შეიზღუდება ან გაუქმდება ფასდაკლებები და “სოციალურ კალათაში” შეყვანილ სურსათზე გადამისამართდება.

ზოგადად, ფასდაკლების აქცია ერთი სახის საქონლის ღირებულების შემცირებას და შესაბამისად, სხვა სახის საქონელზე ფასის ზრდას ნიშნავს.

ათამდ სუპერმარკეტში წამოწყებული კამპანია სურსათზე ინფლაციას 0,1 პროცენტითაც ვერ შეამცირებს. საქონელი არა მხოლოდ სუპერმარკეტებში იყიდება და არა მხოლოდ რომელიღაც ასოციაციაში შემავალ სუპერმარკეტებში.

რაც ხდება, ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, სახელისუფლებო პროპაგანდაა, რომელსაც სუპერმარკეტებმაც აუბეს მხარი. იმათ რა ენაღვლებათ, არც მოგება შეუმცირდებათ და არც სხვა რაიმე დისკომფორტი შეექმნებათ. პარლამენტის ფასების კომისიამ კი სწორედაც რომ მათ სასარგებლოდ იმუშავა" - წერს რომან გოცირიძე.