loader

რა ხდება ამ წუთებში მეტრო “სამგორში”, სადაც ახალგაზრდა გარდაიცვალა - "21 წლის გოგო იყო… კუჭის ოპერაცია გაუკეთებია სამი თვის წინ... ექიმები 45 წუთი ცდილობდნენ გულის ამუშავებას მაგრამ უშედეგოდ..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში მეტრო “სამგორში”, სადაც ახალგაზრდა გარდაიცვალა - "21 წლის გოგო იყო… კუჭის ოპერაცია გაუკეთებია სამი თვის წინ... ექიმები 45 წუთი ცდილობდნენ გულის ამუშავებას მაგრამ უშედეგოდ..."

ამ წუთებში მეტროსადგურ სამგორთან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

როგორც თვითმხილველები წერენ, მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

"21 წლის გოგო იყო. შევესწარი და ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე... კუჭის ოპერაცია გაუკეთებია სამი თვის წინ... ჯერ კიდევ იბრძოდნენ ექიმები გადასარჩენად, 45 წუთი ცდილობდნენ გულის ამუშავებას მაგრამ უშედეგოდ..." - წერენ თვითმხილველები.

როგორც palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.