"ყველა გაოცებულია და შოკშია" - რას ჰყვება და 25 წლის ბიჭზე, რომელიც თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი ნახეს?
თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გარდაცვლილი 25 წლის ნუკრი (კოკე) კოკუაშვილია. ბიჭის ცხედარი პოლიციამ ნახა. ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და თბილისში ქირით ცხოვრობდა. შსს -ს ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ambebi.ge გარდაცვლილის დას, ნინო კოკუაშვილს ესაუბრა. ნუკრი და ნინო სანზონაში, ნაქირავებ ბინაში ერთად ცხოვრობდნენ.ნინო:
- ღამის 4-ის ნახევარზე დამიკავშირდა პოლიცია და მითხრეს, ადგილზე მოდითო. მათ შემატყობინეს ჩემი ძმის ამბავი. თემქაზე, ზღვაზე გამვლელებს უპოვიათ მისი ცხედარი. გამოძიება დაწყებულია, ისევ დამიბარებენ. მითხრეს, ექსპერტიზის პასუხი 45 დღეში იქნებაო. რა გაძლებს იქამდე.... ყველანაირად გამოვრიცხავ თვითმკვლელობას, ისეთი ბიჭი იყო, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ეს ნაბიჯი რომ გადაედგა. ძალიან კარგი ბავშვი იყო, მუშაობდა კაზინო "აჭარაში", ყველანი იყვნენ მოსული, თანამშრომლები, ყველანი დადებითად ახასიათებენ ყველა ტიროდა. ყველა გაოცებულია და შოკშია. განაგრძეთ კითხვა>>>