"საზოგადოებას უმტკიცებს მცდარ ვერსიას და ვიდეოს სიმძაფრისთვის დახვრეტის კადრსაც ურთავს" - მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"მეგობრებო, დილით გავხსენი fb და ვიდეო შემომხვდა, ახალგაზრდა ქალბატონი საუბრობდა!!!
პროკურატურის ბრიფინგი მეგონა.
აღმოჩნდა, რომ პარტია "ფედერალისტების" წევრი ყოფილა!!!
ხუთი წელი, უძილო ღამე იმას შევალიე რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიმეღწია იმისთვის, რომ მის და-ძმებს და საზოგადოებას სცოდნოდა, თუ ვინ და რისთვის მოკლა ჩვენი ნიკო.
აბა, ჩვენ იმ წამს გავიაზრეთ ყველაფერი!!!
საღად მოაზროვნე ადამიანები უკვე აქეთ მთხოვენ, მამხნევებენ, რომ არ დავიღალო და ბოლომდე მივიყვანო საქმე !!!!
ამ დროს ქალბატონი პოლიტიკოსი მტკიცებით ფორმაში საზოგადოებას უმტკიცებს მცდარ ვერსიას და ვიდეოს სიმძაფრისთვის დახვრეტის კადრსაც ურთავს.
რისთვის ხალხო? რისთვის? ლაიქისთვის?
P.S დედი, რატომ უფრო სწრაფად არ გაექეცი იმ უსულო არსებებს?!
დამთავრდეს ხალხის მოტყუება ამ ქვეყანაში!
აიღეთ ვიდეო!" - წერს ოზა ომაძე.