რას ამბობს ვახტანგ ძაბირაძე ვიდეოზე, რომელშიც პატრიარქის სიტყვები შემთხვევით გაისმა და განხილვის თემად იქცა - "მედიაში გავრცელებული ვიდეო ამოვარდნილია"
„აქ არის ბატონი ბიძინა“? - შიო III-მ, აღსაყდრების შემდეგ, ქადაგებისას, პროტოპრესვიტერთან დააზუსტა, იმყოფებოდა თუ არა იმ მომენტში სვეტიცხოველში ბიძინა ივანიშვილი. ვიდეო სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა.
"პალიტრანიუსის" ეთერში პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მედიაში გავრცელებული ვიდეო კონტექსტიდან ამოვარდნილია, პატრიარქს მიმართვა უნდოდა და ამაში გასაკვირი არაფერია.