საგანგებო ბრიფინგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში - ვინ დააკავა უწყებამ?
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, კორუფციული ფაქტები გამოავლინეს, რასთან დაკავშირებითაც სამი პირია დაკავებული, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე - ერთი მოქალაქე.