loader

"ღოღობერიძეს თავისი ერთი აზრი არ გააჩნია... ბუწაშვილის აზრი არ მაინტერესებს, მაგას პლასტიკური ქირურგია მაინც არ უშველის, რომ შევხედე მასთან პლასტიკური ქირურგია უძლურია" - მას შემდეგ, რაც ციცინო შურღაია წონასთან დაკავშირებული განცხადების გამო გააკრიტიკეს, ექიმი მორიგ კომენტარს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღოღობერიძეს თავისი ერთი აზრი არ გააჩნია... ბუწაშვილის აზრი არ მაინტერესებს, მაგას პლასტიკური ქირურგია მაინც არ უშველის, რომ შევხედე მასთან პლასტიკური ქირურგია უძლურია" - მას შემდეგ, რაც ციცინო შურღაია წონასთან დაკავშირებული განცხადების გამო გააკრიტიკეს, ექიმი მორიგ კომენტარს აკეთებს

"ღოღობერიძეს თავისი ერთი აზრი არ გააჩნია... ბუწაშვილის აზრი არ მაინტერესებს, მაგას პლასტიკური ქირურგია მაინც არ უშველის, რომ შევხედე მასთან პლასტიკური ქირურგია უძლურია" - მას შემდეგ, რაც ციცინო შურღაია წონასთან დაკავშირებული განცხადების გამო გააკრიტიკეს, ექიმმა მორიგი კომენტარი Youtube გადაცემაში "სარკასტიკა" გააკეთა.

"სერიოზულად ჩავფიქრდი ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ამას რომ ექიმი პირიდან ამოუშვებს, იმას როგორ უნდა ენდო საერთოდ," - ასე გამოეხმაურა მანამდე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის სოციალურ ქსელში პლასტიკური ქირურგის ციცინო შურღაიას „ტვ პირველის“ რუბრიკაში „სახლი“ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან უამრავ საკითხთან ერთად წონაზეც და ფორმის შენარჩუნებაზეც ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, საოცარ ფორმაში ხართ, მაინტერესებს სპეციალური რაციონით იკვებებით - ციცინო შურღაიამ უპასუხა:

„წლებია არ ვჭამ, შენი გარეგნობა მეტყველებს შენს ინტელექტზე, არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. იმისთვის, რომ არ გასუქდე, აუცილებელია სწორად იკვებო. არ უნდა ჭამო სამი თეთრი ფხვნილი - შაქარი, მარილი და ფქვილი. სიმინდის ფქვილი შეიძლება. სადაც გლუტენია საერთოდ არ უნდა ჭამო, ძალიან რთულია, მაგრამ ასე უცბად არ ჭამო, ესეც რთულია. წლები სჭირდება იმას, რომ ბოლოს და ბოლოს შეგძულდეს. ნამცხვარს არ შევჭამ არასოდეს ალბათ, ნაყინს არ შევჭამ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ის ჩემი ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო. როდესაც 71 კილო ვიყავი, მითხრეს რომ ღვიძლი გაცხიმოვნებული გაქვს, ერთი გრამიც რომ მოიმატო უკვე შენი საქმე არ იქნება კარგადო. იმის მერე დავიწყე. დაკლება რაში მჭირდება? სიგამხდრე არის ჯანმრთელობა, დააკვირდით ძალიან ღრმა სიბერემდე აღწევს ისეთი ხალხი, როგორიც შენ ხარ (წამყვანს)“ – ამბობს შურღაია.