პატრიარქ შიოს აღსაყდრებაზე დასასწრებად ღარიბაშვილის ცოლი, ნუნუკა თამაზაშვილი მივიდა
პატრიარქ შიო მესამეს აღსაყდრებაზე დასასწრებად ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლი, ნუნუკა თამაზაშვილი მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ 142-ე კათოლიკოს - პატრიარქმა,შიო III-მ გუშინ განაცხადა.
მსახურება დაიწყება 10:00 საათზე.
ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.
39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო.
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.
გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.