loader

როგორია სამზადისი ამ წუთებში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც ხვალ ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართება - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია სამზადისი ამ წუთებში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც ხვალ ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართება - კადრები ადგილიდან

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მესამემ განაცხადა.

როგორც ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ აღნიშნა, მსახურება დაიწყება 10:00 საათზე.

ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

ვიდეო: ანა მარშანია