ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ მიმართვას ავრცელებს
"სიყვარულით ვულოცავთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა, შიო III-ს გამორჩევას," - ამის შესახებ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს, 2026 წლის 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო გამოირჩია და სახელად უწოდა-შიო III.
სიყვარულით ვულოცავთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა, შიო III-ს გამორჩევას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, უფლის შეწევნას, ღვთიური სიბრძნითა და სათნოებით მსახურებას დედაეკლესიისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!აქსიოს, აქსიოს, აქსიოს! მრავალჟამიერ პატრიარქო!" - წერს მეუფე იაკობი.