loader

გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა - ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა - ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს

სამების საპატრიარქო ტაძარში მიმდინარე ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, სადაც 142-ე პატრიარქს ირჩევენ, კენჭისყრის პროცესი დასრულდა. ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს.

ხმის მიცემის პროცესში 39 მღვდელმთავარი მონაწილეობდა.

კენჭისყრის შედეგს დღესვე ქიროტონიით უპირატესი ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე გამოაცხადებს, რომელიც ხმების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეა.

რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრის პროცესს, ბიულეტენებზე შემოსახაზი იყო სამი კანდიდატი: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. შემოხაზვის შემდეგ, მღვდელმთავრებმა ბიულეტენი განათავსეს კონვერტში, რომელიც საარჩევნო ყუთში მოთავსდა.