რა უპასუხა ლაშა პაპაშვილმა ჟურნალისტს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომ პატრიარქის არჩევაში ბიზნესმენები ლობირებენ?
"აუცილებლად მინდა და ვფიქრობ, მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათალიკოს-პატრიარქი" - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა სამების საკათედრო ტაძარის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.