loader

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"გვახსოვდეს, რომ თავებს ყველა დაითვლის: საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც! კეთილმოსურნეც და არაკეთილმოსურნეც! ჭკვიანიც და სულელიც!

გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ, ძალიან ბევრნი!

უნდა დავიცვათ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენვე გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს! ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!

გამარჯვებისთვის - ერთად, ბოლომდე!" - წერს ნიკა გვარამია.