loader

"გუშინ ესე 9 იქნებოდა, სამსახურში შევუარე..." - რას წერს ახლობელი ახალგაზრდა ქალზე, რომელიც გლდანში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გუშინ ესე 9 იქნებოდა, სამსახურში შევუარე..." - რას წერს ახლობელი ახალგაზრდა ქალზე, რომელიც გლდანში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

სამსახურიდან სახლში მიმავალ ახალგაზრდა ქალს მანქანა ტროტუარზე დაეჯახა. მისი გადარჩენა თვითმხილველებმა და სასწრაფოს ბრიგადამ სცადა, მაგრამ ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, მანქანა ჯერ ავტომობილს დაეჯახა, მერე ტროტუარზე მყოფ ახალგაზრდა ქალს. ამ ფაქტს გარდაცვლილი ქალის თანამშრომლებიც შეესწრნენ, ისინი ერთად გამოვიდნენ სამსახურიდან და სახლებში მიდიოდნენ. მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება დაღუპულის ახლობელიც.

"გუშინ ესე 9 იქნებოდა სამსახურში შევუარე. კარგა ხანს ვსაუბრობდით გავიხსენეთ ჩვენ შვილებთან ერთად განვლილი წლები.

სულ კადრებად მიტრიალებს მისი თვალები. ახლა გული მიკვდება სიტყვებს ვერ ვპოულობ, რატომ ღმერთო? რატოომ?" - წერს დაღუპულის ახლობელი.

ახალგაზრდა ქალის ახლობელი, რომელიც გუშინ გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის, ლალი პაპიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

dspsdp-1778419393.jpg