აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ლევან დუნდუას გარდაცვალების გამო
ბატონი ლევანი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი და კვალიფიციური იურისტი, გამორჩეული ადამიანი მისი კულტურითა და მაღალი ზნეობით. ასეთ ახალგაზრდა ასაკში მისი მოულოდნელად გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი უზომოდ დიდია.მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის, ასევე სამართლის დარგისთვის.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ლევანის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.