"თუ სადმე ორი ვინმე მლანძღავს, მესამე ეს მიუცუცქდება და ხარჯავს ენერგიას" - ვის შესახებ წერს ნათია ფანჯიკიძე?
"რა მაგის პასუხია და უხსოვარი დროიდან, მაშასადამე, ქ/ოცნების ძალაუფლებაში აღმოცენებიდან დღემდე ერთი ქალია, რომელსაც მთელი და წრფელი გულით ვძაგვარ.არაერთია ასეთი, მაგრამ ახლა ამ ერთზე ვყვები. არაქოცებიც მყავს მსგავსი, მაგრამ ეს ქოცია.თუ სადმე ორი ვინმე მლანძღავს, მესამე ეს მიუცუცქდება და
ხარჯავს ენერგიას.არც ფრენდებში მყავს, არც არაფერი. რომ მომინახულოს, სპეციალურად უნდა შემოვიდეს ჩემს ფბ-ეზოში და ამოხედოს ჩემს ფანჯარას, რასაც, ყოველ სისხამ დილას, თვალის გახელისთანავე აკეთებს, როგორც მოგახსენეთ, უხსოვარი დროიდან.არის ასე გატრუნული, მაგრამ დროდადრო მოთმინება ღალატობს:
გადაქოქავს ცოცხს, ჩამიფრენს ელვისებურად და მომწიწკნის თმას, რაზეც მე მახსენდება დაწყებით კლასებში ჩემზე ძალიან შეყვარებულები რომ თმებს მქაჩავდნენ, და ვეუბნები: ქალბატონო იმანო, თქვენ მე გიყვარვართ!ხოდა, იმის ნაცვლად, რომ გააცნობიეროს, გაისიგრძე-განოს ჭეშმარიტება, ჩამოდგება ეს თქვენი ქალბატონი იმანო,
მიაყუდებს ჩემს ფბ-კედელზე ცოცხს, ჩამოეყრდნობა იდაყვით, მეორე ხელით დოინჯს შემოირტყამს და მიმტკიცებს, რომ მისთვის სულერთი ვარ. ს უ ლ ე რ თ ი!" - წერს ნათია ფანჯიკიძე.