"სანამ სტაბილურ სამსახურს ვიშოვი და პროფესიაში დავბრუნდები, გადავწყვიტე ჩემი მომსახურება შემოგთავაზოთ" - გიორგი ახობაძე საზოგადოებას მიმართავს
სამოქალაქო აქტივისტი, ექიმი გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:
"სანამ სტაბილურ სამსახურს ვიშოვი და პროფესიაში დავბრუნდები, გადავწყვიტე ჩემი მომსახურება შემოგთავაზოთ, ვისაც დაგჭირდებათ სახლში გადასხმები, პროცედურები, ან მძიმე, პალიატიური პაციენტის შესახებ რაიმე სახის კონსულტაცია, აქ ვარ.
ამასობაში სწავლას ვაგრძელებ და თუ მოთხოვნა იქნება ჩემ სამედიცინო მომსახურებაზე, შემოსავლით სწავლის საფასურის დაფარვასაც შევძლებ.სწავლის დასრულების შემდეგ კი დამატებით როგორც პედიატრი ისე ვეცდები თქვენ გვერდში ყოფნას.
პ.ს. ვისაც ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, ფინანსური პრობლემის გამო ნუ მოგერიდებათ. ვისაც საშუალება არ აქვს, მისთვის ეს სერვისი უფასო იქნება წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თხოვნა მექნება ეს ინფორმაცია მხედველობაში გქონდეთ," - წერს გიორგი ახობაძე.