"ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის, რომ სპეცრაზმელებს ვინმე დავალებებს აძლევდა, რათა ვიღაც ეცემათ" - მამუკა მდინარაძე
ამას სისტემური ხასიათი რომ ჰქონოდა, არ იქნებოდა პირობითად ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, ბევრი იქნებოდა. სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან რეალობას და არა პიარ კამპანიას, - ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პოლიციელის დაკავების საკითხზე, მედიასთან კომენტირებისას განაცხადა.