loader

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი საბურთალოზე ცოტა ხნის წინ მომხდარ მკვლელობაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი საბურთალოზე ცოტა ხნის წინ მომხდარ მკვლელობაზე?

თბილისში, საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამ წუთებში კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა.

შეგახსენებთ, თბილისში, რამდენიმე წუთის წინ საბურთალოზე მამაკაცი მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.