loader

ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულების შესახებ

ჩვენ ჩვენი ხელწერა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიცია, ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის სხდომაზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირის დაკავებას.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელწერისა და სტანდარტის დასაცავად, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არცერთი შემთხვევა და სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო გუშინდელი დაკავება.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის განმარტებით, 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.