loader

"მოვხვდი ავარიაში, შეჯახების შემდეგ მანქანა ამოყირავდა, ცეცხლი გაუჩნდა და ვერ გადმოვდიოდი..." - მოქალაქე თამო ჩუბინიძე ეძებს უცნობ პირს, რომელმაც გადაარჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვხვდი ავარიაში, შეჯახების შემდეგ მანქანა ამოყირავდა, ცეცხლი გაუჩნდა და ვერ გადმოვდიოდი..." - მოქალაქე თამო ჩუბინიძე ეძებს უცნობ პირს, რომელმაც გადაარჩინა

მოქალაქე თამო ჩუბინიძე, რომელიც ავარიაში მოხდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ადამიანს, რომელმაც, სიცოცხლე მეორედ აჩუქა.

"5 მაისს, გვიან ღამით (6 მაისი რომ თენდებოდა) მოვხვდი ავარიაში, ლოტკინის წრიდან რომ გზა ადის თემქის, მაგ გზის დასაწყისში. შეჯახების შემდეგ მანქანა ამოყირავდა, ცეცხლი გაუჩნდა და ვერ გადმოვდიოდი. სრულიად უცხო ადამიანმა გადმომიყვანა და სიცოცხლე ახლიდან მაჩუქა.

ემოციური ფონიდან და იქ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ნორმალურად მადლობაც ვერ გადავუხადე. იქნებ, აქ იყოს ის ბიჭი და გამომეხმაუროს ვინც გადამარჩინა. მინდა პირადად გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა " - წერს თამო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.