"ყოველი ახალი დღე წინაზე უფრო მძიმე და ცარიელია შენ გარეშე…" - მარიამ გარფრინდაშვილი დას ემოციურ პოსტს უძღვნის
"TV პირველის" ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის დის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:
"ვერაფრით გავიაზრე, მივიღე, შევეგუე და დავიჯერე, რომ ვერასდროს გნახავ… ვერც ის, რომ აღარ შემიძლია დაგირეკო, თუნდაც გაბრაზებულმა მოგიყვე ან მომიყვე, რა ხდება სახლში ან გარეთ… ძალიან მენატრები… და ყოველი ახალი დღე წინაზე უფრო მძიმე და ცარიელია შენ გარეშე…იცოდე, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ხარ ჩემთან…და ჩვენთან და ასე იქნება ყოველთვის," - წერს მარიამ გაფრინდაშვილი.