loader

ავლაბარში შენობის ნაწილი ჩამოინგრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავლაბარში შენობის ნაწილი ჩამოინგრა

ავლაბარში, ფაღავას ქ. N18-ში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, გამგეობას აღნიშნულ შენობაში მცხოვრები ხუთი ოჯახი გაყვანილი ჰყავს ბინის ქირის კომპენსაციით. მათივე განმარტებით, ავარიულ საცხოვრებელ სახლში დარჩენილი იყო ორი ოჯახი, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს გამგეობის შეთავაზებაზე.

„ამჯერად ეს ორი ოჯახიც აცხადებს თანხმობას ბინის ქირით კომპენსაციაზე და ისინი უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან“,-განმარტავენ ისნის რაიონის გამგეობაში.

ფოტოს ტელეკომპანია "ფორმულა" ვრცელდება.