"ახლა მინდა დაგამშვიდოთ..." - რა თქვა მეუფე იაკობმა ქადაგებაზე?
ჩვენი არჩევნები არ ჰგავს ერში რომ არჩევნებია იმას - ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ - ისე არ არის, წახვიდე და უცხოელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“ - ცოტა ხანი, ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს და საკითხში არავინ ერევა.
მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ „ჩვენი ეკლესია ძალიან საიმედო ხელშია“.