loader

"სინამდვილეში, ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით..." - რას წერს ნიკა გვარამია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სინამდვილეში, ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით..." - რას წერს ნიკა გვარამია?

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებები ნაყიდი აქვს ტელეკომპანია სეტანტას. მაღალი ალბათობით, ხელისუფლების დაწოლით მას აიძულებენ თამაშები გაუყოს სანქცირებულ ტვ „იმედს“. ეჭვებს ის აძლიერებს, რომ

ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატს „პირველი არხი“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი) გადასცემდა, თუმცა 2026 წლის ტურნირზე მაუწყებელმა განაცხადა, რომ FIFA-ს მიერ გაზრდილი გადასახადის გამო ტრანსლირებას ვეღარ შეძლებვს. სინამდვილეში, ჩემთვის ცნობილი

ინფორმაციით, ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოარიდა სანქცირებულ ტვ იმედთან თანამშრომლობას და ტელეკომპანია სეტანტას მეშვეობით აპირებს აკრძალული ტრანზაქციის განხორციელებას და საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის დარღვევას სწორედ

ტელეკომპანია სეტანტას აიძულებს. მინდა შევახსენო ტელეკომპანია სეტანტას, რომ ყველა აქტორისთვის, მით უფრო, FIFA-ს უფლებების მქონე კომპანიებისთვის, სანქცირებულ სუბიექტებთან თანამშრომლობა იკრძალება საერთაშორისო რეგულაციებით და მძიმე პასუხისმგებლობას

გამოიწვევს როგორც იურიდიული პირისთვის, ასევე მისი ხელმძღვანელობისა და დამფუძნებლებისთვის. იმედს ვიტოვებ, ტელეკომპანია სეტანტა საზოგადოების ინფორმირების მიზნით განცხადებას გააკეთებს და განმარტავს აღნიშნულ საკითხს, - წერს ნიკა გვარამია.