loader

"მოდელირებულ ქრონიკასთან ჩემს კავშირზე დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ რაკი, ხელახლა ამოქოქეს, გავიმეორებ... არველაძე გაბრაზდა, რომ არ "შევიზილე" მოდელირება" - ნათია ჭკუასელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოდელირებულ ქრონიკასთან ჩემს კავშირზე დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ რაკი, ხელახლა ამოქოქეს, გავიმეორებ... არველაძე გაბრაზდა, რომ არ "შევიზილე" მოდელირება" - ნათია ჭკუასელი

2010 წლის 13 მარ­ტს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში ჩვე­უ­ლი "ქრო­ნი­კის" ნაც­ვლად "მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი გა­მოშ­ვე­ბა" გა­ვი­და, ქვე­ყა­ნა პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­და. ჯერ კი­დევ მა­შინ, აგ­ვის­ტოს ომი­დან, სულ რა­ღაც ორი წელი იყო გა­სუ­ლი, როცა ომის გა­ნახ­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ­მა იმი­ტი­რე­ბულ­მა ამ­ბავ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სა­ცო­ბე­ბი და მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რის გა­თიშ­ვა გა­მო­იწ­ვია.

ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­და­ცე­მის წამ­ყვან ნა­თია ჭკუ­ა­სელს არა­ერ­თხელ მო­უ­წია ამ თე­მა­ზე გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ წლე­ბის შემ­დეგ, დუ­მი­ლი კი­დევ ერთხელ და­არ­ღვია.

"ეს არის განმარტება გონიერი ადამიანებისთვის და არა მტრებისთვის.

მოდელირებულ ქრონიკასთან ჩემს კავშირზე დიდი ხანია არაფერი დამიწერია. მაგრამ რაკი, ხელახლა ამოქოქეს, გავიმეორებ:

2010 წ. თებერვალში გასული ეს იმიტირებული, საინფორმაციო გამოშვება მომზადდა ჩემი სრულიად არავითარი მონაწილეობით. აი, სრული 0 იყო ჩემი წვლილი!.

მე მიმყავდა თოქ-შოუ, რომელმაც ამ გადაცემაში წამოჭრილი საფრთხეები განიხილა. თუმცა, დავაანონსე მოდელირებული ქრონიკის გასვლა და დიახ, გამოვახცადე, რომ მაყურებელი ნახავდა მოდელირებულ გადაცემას! ზუსტად ასე გამოვაცხადე. ეს ჩანს სრულ ჩანაწერში.

არც მოდელირებაშია რაიმე ახალი - ცოტა ვულგარული, მაგრამ მედია ჟანრია. თუმცა, მოდელირებული გადაცემა წავიდა გამაფრთხილებელი ტიტრის გარეშე, რაც იყო დიდი შეცდომა და რომელი გადაწყვტილებაც ასევე არ იყო ჩემი გავლენის ქვეშ! მეტიც, აბსოლუტური სიურპრიზი აღმოჩნდა, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი!

ეს გადაწყვეტილება მიიღო იმედის მაშინდელმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ და აღიარა კიდეც ეს მეორე დღეს, პირველი არხის ეთერში.

მე არათუ სტანდარტი არ დამირღვევია ფორმალურად, არამედ მე ვიხდიდი ბოდიშებს შემდგომ, დიდი ხნის განმავლობაში ქართულ თუ უცხურ მედიებში და ასევე ვუხსნიდი, რომ ტიტრის არდადება და მაყურებელთა ნაწილის შეშინება იყო უპასუხისლგებლო და ძალიან ცუდი პროფესიული არჩევანი.

თუმცა, ერთის მხრივ, გავხდი რუსების მოვლენილი ბურჯანაძე-ნოღაიდელის და მეორეს მხრივ, ნაცების სამიზნე. ბურჯანაძე-ნოღაიდელის პოლიტიკურ დისკრედიტაციას მიეძღვნა გადაცემა, რაზედაც საშინლად გამწარდნენ.

ამავე დროს, არველაძე, როგორც ნამდვილად სააკაშვილის პროპაგანდისტი, გაბრაზდა, რომ არ "შევიზილე" მოდელირება და პირიქით, საჯაროდ დავგმე, რის გამოც ნაციონალების მთავრობის სახელისუფლებო მანქანებით ხელი შეუწყო ჩემს დისკრედიაციას.

მოდელირების ჩემთვის დაბრალება იგივეა საინფორმაციოს წამყვანს მოსთხოვო პასუხი სიუჟეტზე, რომელსაც სხვა ჟურნალისტი ამზადებს, მთლიანად რედაქციის მეთვალყურეობით .

ცნობისათვის, არც იმ საინფორმაციოსთან მქონდა მაშინ შეხება, რომელმაც ეს მოამზადა. მეტიც, მკვეთრად დაპირისპირებული, მტრული ბანაკებიც კი ვიყავით.

სიამოვნებით გავცემ პასუხებს შეკითხვებს მხოლოდ ამ პოსტის ქვეშ.

https://www.facebook.com/share/v/1BLX3Z71hh/?mibextid=wwXIfr" - წერს ნათია ჭკუასელი სოციალურ ქსელში.